Add company

შატო მოსმიერი - კიდევ ერთი ულამაზესი გარემო, დაუვიწყარი საქორწილო წვეულებისთვის

18437

ვენახებში ჩაფლული, კავკასიონის მთებით გარშემორტყმული მშვენიერება ერთ-ერთი საოცარი და საინტერესო ადგილია, მათთვის, ვისაც ქორწილის გადახდა განხვავებულ, ღია ან დახურულ სივრცეში სურს.

 

შატო "მოსმიერი" თვალწარმტაცი კომპლექსია, რომელიც თბილისიდან 1.5 სთ-ის სავალზე, ყველაზე "კოვიდ უსაფრთხო" რეგიონში - კახეთში, თელავთან ახლოს სოფელ კისისხევში მდებარეობს. ეს არის ადგილი, რომელიც სტუმრობისთანავე შეგაყვარებთ და დაგამახსოვრებთ თავს, მაღალი ხარისხის მომსახურებით, უგემრიელესი კერძებით, პრემიუმ კლასის ღვინით და რა თქმა უნდა, ბევრი დადებითი ემოციით.

 

კომპლექსი 23 დახვეწილი დიზაინის მქონე ნომერს აერთიანებს; საკონფერენციო დარბაზს, გასართობ და დასასვენებელ სივრცეებს, საცურაო აუზს, რესტორანსა და ტერასას ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების საოცარი პანორამით, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული სამზარეულოს ტრადიციული კერძები და მოსმიერის ვენახებიდან დამზადებული, უნიკალური ღვინო.

 

 

ნახეთ ვიდეო: დაათვალიერეთ შატო "მოსმიერი"

 

 

შატო მოსმიერი იდეალური ადგილია ოჯახური დასვენებისთვის, კორპორატიული თუ საქმიანი ღონისძიებებისთვისაც, განტვირთვისთვის, დამღლელი სამუშაო კვირის შემდგომ. თუმცა ყველაზე დაუვიწყარი ქორწილისთვის, როგორც ღია ასევე დახურულ სივრცეში. მით უფრო მაშინ, როცა საქორწილო წვეულების გადახდა, საღვინე სახლებსა თუ მეღვინეობებში, განსაკუთრებით პოპულარული ხდება და "მისმიერი" პატარა თუ დიდი საქორწილო წვეულების, ღირსეული მასპინძელია. 

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თაფლობისთვის საზღვარგარეთ დაგეგმვა, რამდენადმე შეუძლებელია. ამ შემთხვევაშიც, საქორწილო წვეულების შემდეგ, შატო "მოსმიერი" არაჩვეულებრივი გარემოა, რამდენიმე დღით განმარტოებისთვის. მშვიდი და ლამაზი მოგონებებით სავსე დღეების შესაქმნელად. 

 

1 ივლისიდან შატო მოსმიერი მომხმარებელს საუკეთესო შეთავაზებებით უბრნდება. შეთავაზებას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://bit.ly/30WlViP

 

 

 


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4811

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6790

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5241

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable