Add company

ქორწინება -  არჩევანის თავისუფლება თუ თავისუფლების არჩევანი?

5091

თითოეული წყვილის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა სურთ თუ არა მათ ოფიციალური ქორწინება, არავის აქვს უფლება მოაქციოს ისინი სტანდარტებსა და ჩარჩოებში, დღეს ჩვენ განვიხილავთ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს ოფიციალურ ქორწინებასა და არა ოფიციალურ თავისუფალ თანაცხოვრებას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერთან ერთად თანამედროვეობამ ურთიერთობებიც შეცვალა, დღეს უკვე აუცილებელი აღარ არის ქორწინება იმისათვის რომ წყვილმა ერთად იცხოვროს, პირიქით თანაცხოვრების დროს ისინი არკვევენ რამდენან არიან ერთმანეთისთვის შექმნილნი, რამდენად ეწყობიან ერთმანეთს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებენ ქორწინების გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა რა ტიპის ურთიერთობა ექნება წყვილს როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თავად წყვილზეა დამოკიდებული და არა იმაზე თუ რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ და რა ტენდენციებია აქტუალური.

 

მოდით უბრალოდ მიმოვიხილოთ ორივე ტიპის ურთიერთობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, დავიწყოთ თავისუფალი თანაცხოვრებით, არა რეგისტრირებული ქორწინების დადებითი მხარეებით.

  • ამ შემთხვევაში ქორწინები გაწყვეტა ბევრად მარტივია, ყოველგვარი გაწელილი პროცედურებისა და სასამართლოების გარეშე, უბრალოდ ერთმანეთს შორდებით.
  • იურიდიული თვალსაზრისით არა რეგისტრირებული ქორწინება მაინც ქორწინებად ითვლება და ამიტომაც ქონებრივი თვალსაზრისით წყვილისთვის ყველაფერი საერთოა
  • ბავშვები, რომლებიც ასეთი ტიპის ქორწინებაში იბადებიან იმავე უფლებებით სარგებლობენ, როგორც ბავშვები რომლებიც რეგისტრირებული ქორწინების პირობებში იბადებიან.

 

რაც შეეხება არა რეგისტრირებული ქორწინების ნაკლოვან მხარეებს:

  • ბავშვებისთვის მემკვიდრეობის მიღების საკითხი გართულებულია
  • მამობის აღიარება შესაძლებელია მხოლოდ მამის თანხმობით ან სასამართლო ბრძანებით
  • სირთულეები წარმოიშვება ქონების გაყოფის დროს, რადგან ცოლ-ქმარს მოუწევს ქორწინების დამტკიცება.

 

 

 

ახლა კი ვისაუბროთ კანონიერი იურიდიული ქორწინების დადებით და უარყოფით მხარეებზე, რაც შეეხება კანონიერი ქორწინების დადებით მხარეებს:

  • ბავშვები, რომლებიც ჩნდებიან კანონიერ ქორწინებაში ავტომატურად იღებენ მამის გვარს
  • ქონებრივი თვალსაზრისით ყველაფერი რაც დაგროვებულია ქორწინებაში ითვლება საერთოდ
  • ბავშვებს სრული უფლება აქვთ მემკვიდრეობის მიღების

 

 

ხოლო რაც შეეხება უარყოფით მხარეებს:

  • რთული და გრძელი განქორწინების პროცედურა. ხშირად ეს იწვევს ხანგრძლივი და ამოუწურავი საქმის წარმოებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოჯახს ჰყავს შვილები.
  • ხშირ შემთხვევაში ბავშვების მეურვეობა ძალიან დიდ პრობლემად გადაიქცევა ხოლმე.
  • ქორწინების შემდეგ პარტნიორებს შორის ურთიერთობა შეიძლება გაუარესდეს, რადგან ისინი  ერთმანეთს განიხილავენ როგორც  საკუთრებას

 

 

ქორწინების ნებისმიერ ტიპს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ყველაფერი, რა თქმა უნდა, შენზეა დამოკიდებული. რამდენად მზად ხართ იმუშაოთ თქვენს ურთიერთობებზე, მხარი დაუჭიროთ ერთმანეთს და გაუმკლავდეთ სირთულეებს. მაშინ  საერთოდ არ იქნება მნიშვნელოვანი, დაარეგისტრირებთ თუ არა თქვენს ქორწინებას რეესტრში, თუ გამართავთ სიმბოლური ცერემონიას ზღვის სანაპიროზე. მთავარია იფიქროთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვის: საყვარელი ადამიანის ბედნიერება და სიმშვიდე, მასთან ერთად მთელი ცხოვრების ბედნიერად გატარება.

 


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6780

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5232

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable