Add company

როგორ გამოვიყურებოდეთ კარგად ქორწილის ფოტოებში?

5795

პატარძლობა ცნობილ ადამიანად ყოფნას გავს. ამ დღეს თითქოს ყველა ადამიანის ყურადღება სწორედ შენკენ არის მომართული. მაკიაჟი და ვარცხნილობა საუკეთესოდ უნდა იყოს შერჩეული და არც ფოტოგრაფი უნდა დავივიწყოთ, რომელიც ამ დაუვიწყარ დღეს ფირზე ასახავს და კადრებს სამუდამოდ შემოგვინახავს. თუმცა დღის მიწურულს რთულია ისევე კარგად გამოვიდეთ ფოტოსურათებში, როგორც ეს დღის დასაწყისში გამოგვდიოდა. ამიტომ გთავაზობთ ჭკვიანურ ხრიკებს როგორ გამოვიყურებოდეთ ქორწილის ფოტოებში დამღლელი წვეულების შემდეგაც კი.

 

პირველი აუცილებელი წესი - მაკიაჟი რაც შეიძლება სადა და მარტივი უნდა იყოს

საჭირო არ არის ქორწილის დღეს განსხვავებულად გამოვიყურებოდეთ. საუკეთესო საპატარძლო მაკიაჟი საკუთარი თავის ყველაზე ლამაზი ვერსიის შექმნაში უნდა დაგვეხმაროს. ამ დღეს არ ღირს ზედმეტად მკვეთრი ფერებისა და კონტურების გამოყენება, რადგანაც წლების შემდეგ როდესაც ფოტოებს დავათვალიერებთ საკუთარი თავის ცნობა არ უნდა გაგვიჭირდეს. შეარჩიეთ, რაც შეიძლება ნეიტრალური ფერები. მნიშვნელოვანია, რომ სახე და ყელი ერთ ფერში იყოს მოყვანილი, განსაკუთრებით მაშინ თუ აწეულ ვარცხნილობას ატარებთ. ქორწილამდე აუცილებელია კანზე ზრუნვა და ფორმაში მოყვანა ნიღბებისა და დამატენიანებლების საშუალებით.

 

წარმოიდგინეთ, რომ ფოტოგრაფი თქვენი ძველი მეგობარია.

იმისათვის, რომ კარგი ფოტოები გამოვიდეს აუცილებელია სიძე და პატარძალი ფოტოგრაფთან თავს კომფორტულად გრძნობდეს, ამიტომ უკეთესი იქნება თუ ისინი ამ მეტად დიდ და მნიშვნელოვან დღემდე ერთმანეთს გაიცნობენ. ნებისმიერი წყვილისათვის ქორწილის მომენტები საკმაოდ ემოციური და პირადულია, თუმცა როდესაც დაგეგმილი საქორწილო ფოტოსესიის დრო დგება აუცილებელია კამერასთან სწორად მუშაობა. მაგრამ საუკეთესო ფოტოები სწორედ მაშინ გამოდის, როდესაც წყვილი ფოტოგრაფს აიგნორებს და ისე იქცევა თითქოს ის იქ საერთოდ არ არის. ასეთ შემთხვევაში ისინი საკუთარ თავს გვანან, თავისუფლები და ბუნებრივები არიან და არა მოდელები, რომლებსაც ამის გაკეთება დაავალეს.


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4791

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5224

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable