Add company

ქორწილი ველოსიპედების ესკორტით - ქართველი წყვილის ორიგინალური ჯვრისწერა კარანტინში

19047

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოში ჩანს, ველოსიპედების ესკორტი, რომლითაც არც მეტი არც ნაკლები სიძე-პატარძალი მისეირნობს.

ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა წყვილის ვინაობაც დავადგინეთ. ორიგინალური ქორწილის მთავარი გმირები ნიკა ჟღენტი და ქეთევან კვირკველია არიან. ჩვენ პატარძალთან დაკავშირებაც შევძელით, რომელმაც მათი სიყვარულის ისტორიის და კრეატიული ქორწილის შესახებ გვიამბო:

 

 

"- ალბათ უნდა დავიწყო იქედან, რომ მე და ნიკა ბაღელები და კლასელები ვიყავით. 23 თებერვალს, ჩემ დაბადების დღეზე ხელი მთხოვა და მარხვის დასრულების შემდეგ ჯვრისწერას ვაპირებდით. შექმნილმა ვითარებამ ხელი ვერ შეგვიშალა და მარხვის დამთავრებიდან ერთ კვირაში, ჯვრისწერა დაიგეგმა. რაც შეეხება იდეას, ხუმრობა-ხუმრობაში ჩამოყალიბდა და ძალიან კარგად განხორციელდა. ულამაზესი და უბედნიერესი დღე გვაქვს, მადლობა ღმერთს! ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და ბედნიერებას!" - გვითხრა ქეთევან კვირკველიამ და წყვილის ბაღის ფოტოც გამოგვიგზავნა."

 

wedder.ge წყვილს ძალიან დიდ ბედნიერებას და ხალისიან ცხოვრებას უსურვებს. ასეა, სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს ნებისმიერი ტიპის წინაღობასთან - მთავარი მისი არსებობა და პრობლემის კრეატიული, უმტკივნეულო გადაჭრაა!

 

ვიდეო, თუ როგორ მიდის წყვილი ველოსიპედების ესკორტით შეგიძლიათ ნახოთ აქ: ვიდეო


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6780

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5232

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable