ევროპის პროფესიონალი ფოტოგრაფების ფედერაციის "Federation of European Professional Photographers" კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული და "ვერცხლის კამერის" მფლობელი, თბილისელი ფოტოგრაფი იური აკოფოვია.
დაჯილდოების ცერემონია,რომელიც რომში უნდა გამართულიყო. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო და მის ნაცვლად ონლაინ-ტრანსლაცია ჩატარდა.
ფინალისტები საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან და ბელგიიდან, ათი სხვადასხვა კატეგორიით ცდილობდნენ გამარჯვებას: კომერცია, დრონი, მოდა, არტ-ილუსტრაცია, ლანდშაფტი, პორტრეტი, ფოტოჟურნალისტიკა, სპორტი, ქორწილი და ბუნება.
დაჯილდოვებას შეგიძლიათ უყუროთ აქ: FEP European Professional Photographer of the Year Awards 2020 Announcement
იური აკოფოვის გამორჩეული, საქორწილო შემოქმედება შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ: Iuri Akopov Photographer
Comments