ახალი ვირუსის გავრცელებამ, ხელი უამრავ რამეს შეუშალა, მათ შორის ე.წ. ქორწილების ერთ-ერთ სეზონს - გაზაფხულს, რომელსაც ქვეყნის და მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი წყვილი ელოდებოდა.
დროებით შეჩერებულმა კომპანიებმა, კრეატიული გზების ძებნა და მოფიქრება დაიწყეს. მათ შორის ერთ-ერთი ქართული საქორწილო კაბების სალონი აღმოჩნდა - "მარიონელა" საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე, უახლოესი მომავლის ტრენდის შესაბამის საქორწილო კაბას, ახალი აქსესუარით - პირბადით გვთავაზობს.
კარგად თუ დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ ეს ახალი აქსესუარი, შესაძლოა ვირუსის სრულიად აღმოფხვრის შემდეგაც, მოთხოვნად აქსესუარად დარჩეს.
Most readable
Comments