Add company

რა განსხვავებაა ქორწილის ორგანიზატორს, კოორდინატორსა და სტილისტს შორის

3962

მას შემდეგ რაც ჯენიფერ ლოპესი ფილმ „ქორწილის ორგანიზატორში“ ვნახეთ, თითქოს ყველა ქორწილის კოოდინირების იდეით ვიყავით შეპყრობილი. ერთი შეხედვით საკმაოდ საინტერესო და მხიარული საქმიანობა, საკმაოდ რთულია, დიდ დროს, ენერგიასა და, რა თქმა უნდა, ძლიერ ნერვულ სისტემას მოითხოვს. მაშინ როცა ისეთი მნიშვნელოვანი დღისთვის იწყებ მზადებას, როგორიც არის ქორწილი, აუცილებელია გვერდით გყავდეს ისეთი პროფესიონალები, რომლებიც სტრესისგან განთავისუფლებასა და მშვიდად ყოფნაში ოდნავ მაინც დაგეხმარებიან. თუმცა ქორწილის ორგანიზატორის გარდა კიდევ არსებობენ ექსპერტები - ქორწილის კოორდინატორები და სტილისტები. მაშინ როცა ორგანიზატორები საკუთარ თავზე იღებენ ყველა ლოჯისტიკურ და ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებს, კოორდინატორები ზრუნავენ, რათა დღემ რაც შეიძლება მშვიდად და სასიამოვნოდ ჩაიაროს. სტილისტების საქმიანობა კი მთლიანად დიზაინთან არის დაკავშირებული.

 

თუ ეს ყველაფერი გაბნევთ, ნუ შეშინდებით! ერთად გავარკვიოთ თითოეული მათგანის საქმიანობა დეტალურად, რათა თქვენი ქორწილი თქვენს ახდენილ ოცნებად იქცეს.

 

ქორწილის ორგანიზატორი

 

ქორწილის ორგანიზატორები მთლიანად იღებენ საკუთარ თავზე თქვენს ქორწილის დღესთან დაკავშირებულ ლოჯისტიკურ საკითხებს, ჯავშნიან ადგილებს და კონტრაქტისათვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თქვენი ბიუჯეტის დაცვასთან ერთად ისინი მზად არის თქვენი ყველა ხედვასა და თუ წარმოსახვას ფრთები შეასხან. გამომდინარე იქიდან, რომ ქორწილისათვის მზადებას თვეები სჭირდება უმჯობესია ქორწილის ორგანიზტორი ყოველთვის თქვენ გვერდით იყოს -  წარმოიდგინეთ, რომ ის ამ უმნიშვნელოვანესი დღის სულიერი გიდია.

 

ქორწილის კოორდინატორი.

თუ თქვენ მოგწონთ, როდესაც ყველაფერი გრაფიკით არის გაწერილი და გჭირდებათ ადამიანი, რომელიც იზრუნებს ყოველ დეტალზე, რათა ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართოს, მაშინ კოორდინატორის დაქირავება ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იქნება.

ქორწილის ორგანიზატორის შემდეგ არ დაგვაბნიოს ქორწილის კოორდინატორის როლმა. მათი მთავარი მოვალეობაა უზრუნველყონ ამ დღის რაც შეიძლება მსუბუქად და ნაკლებად სტრესულად ჩავლა. წყვილები ქორწილის კოორდინატორებთან შეხვედრას საქორწილო ცერემონიამდე დაახლოებით 1 თვით ადრე იწყებენ, რათა გაარკვიონ და დარწმუნდნენ თითოეულ დეტალში და დღემ ნაკლები ექსესებით ჩაიაროს.

მოკლედ რომ ვთქვათ, კოორდინატორები ზრუნავენ, რათა ყველაფერი გრაფიკისა და გეგმის მიხედვით მოხდეს, თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ ყოველგვარი სტრესისა და ნერვიულობის გარეშე მშვიდად დატკბეთ და ისიამოვნოთ საკუთარი ქორწილით.

 

ქორწილის სტილისტი.

 

სტილისტების საქმიანობა ალბათ ისედაც ყველასათვის ნათელია. ისინი ქორწილის ესთეტიკურ მხარეზე ზრუნავენ.

ყვავილები, მაგიდები, განათება საცეკვაო პარკეტზე, ხელისმოწერის ცერემონია თუ საქორწილო ფოტოსესია. ისინი ორგანიზატორების შემდეგ ქორწილის დაგეგმვაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ, რადგან ზრუნავენ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ვიზუალ მხარესთან არის დაკავშირებული. ისინი მთელი სამზადისის განმავლობაში თქვენ გვერდით არიან,  შეუძლიათ თქვენი იდეები აქციონ რეალობად, მოახდინონ სივრცის სრული ტრანსფორმაცია, სწორედ ამიტომ გაცილებით მეტია მათი დამსახურება და როლი, ვიდრე უბრალოდ სკამებისა და მაგიდების ლამაზად გაფორმება.

 

ესეც ასე, ეს უნიკალური ექსპერტები თქვენი ქორწილის დაგეგმვას გაუწევენ კურატორობას. ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ იცით საიდან დაიწყოთ სამზადისი, დროა მათ მიმართ.

 

 

მასალის ავტორი დეა კოლოტაური


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4784

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6774

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5222

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable