Add company

როგორ აისახა კორონავირუსი საქორწილო ინდუსტრიაზე?

6857

იმის გათვალისწინებით რომ ჩინეთში საქორწინო კაბების 70-80% იკერება, ადვილი წარმოსადგენია ახალი კორონავირუსის გამო, რამხელა თავსატეხი გაუჩნდათ საქორწილო ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიებს. 

 

გადადებული  ფრენები, დაკეტილი ეკლესიები, დახურული რესტორნები და დარბაზები, გაუქმებული ჯავშნები და უპატარძლოდ დარჩენილი კაბები... დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადების თანახმად, ვირუსი შესაძლოა მეტალზე ან ქსოვილზე, რამდენიმე საათის განმავლობაში  დარჩეს  და თუ ამ თითებით შევეხებით სახეს, ცხვირს ან  თვალებს, ინფიცირების რისკი მაღალია.  ძნელი წარმოსადგენია რომ ვირუსმა გაძლოს ქსოვილზე  კაბების გადაზიდვის რამდენიმეკვირიან პროცესში,  თუმცა ფაქტი  ერთია, ჩინეთიდან ევროპაში ექსპორტირებულ კაბებს მაინც უფრთხიან.

 

წარმოიდგინეთ, ქორწილის გადახდა  ექიმების ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით :  სასურველია არა უმეტეს 10 სტუმრისა, (ყველას უნდა ეკეთოს ნიღაბი), ცეკვისას დაშორება ერთი მეტრი, ტორტის გაჭრა - ერთჯერადი ხელთათმანებით. ასეთ ქორწილზე  არავინ ოცნებობს.

 

ამიტომაც ქორწილები ერთი მეორის მიყოლებით გაუქმდა. სანამ ქორწინების სახლები ზარალს ითვლიან,ფსიქოლოგიური დახმარების ცხელ ხაზზე სასოწარკვეთილი საპატარძლოები რეკავენ. ,,პატარძლებს ქორწინების წინა დღეებში მღელვარება ახასიათებთ, მაგრამ წარმოიდგინეთ მათი მდგომარეობა ახლა, როცა დიდი ხნის ნანატრი და დაგეგმილი ქორწილი გაურკვეველი ვადით იშლება . გარდა ამისა, ქორწინება უკავშირდება ახალი ცხოვრების დაწყებას და ახლა ,,ახალი ცხოვრება’’ მათთვის ძალიან ბუნდოვანი გახდა. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შვუმსუბუქოთ მათ ეს განცდებს’’- აცხადებენ ფსიქ.დახმარების ცენტრები.

 

 

                         

 

 

ვინ იცის რას შემოგვთავაზებს ახალი მსოფლიო წესრიგი. თუ იტალიელი მღვდელი  მღვდელმსახურებას   მრველის ფოტოების წინაშე ატარებს, იქნებ  ქორწინების რიტუალიც დასწრების გარეშე გახდეს შესაძლებელი....  და ახალი ცხოვრებაც ასე, სპონტანურად დაიწყოს...

 

მასალის ავტორი თამთა ჯინჯოლავა


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4811

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6789

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5239

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable