Add company

სანამ იტყვით ,,თანახმა ვარ!''

6293

სანამ საყვარელ მამაკაცს მთელი ცხოვრების ერთად გატარებასა  და ქორწინების დაკანონებაზე  დათანხმდებით, კიდევ ერთხელ გაიზრეთ ქვემოთ აღწერილი საკვანძო საკითხები. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს  მყარი ქორწინების გარანტი ვერ იქნება,  მაგრამ მაინც ვცადოთ არასწორი ნომრის აკრეფისგან თავის არიდება, რათა  არასწორ ადამიანთან არ მოვხდეთ . 

 

1. რატომ გინდათ დაქორწინება ?

რა უნდა შემატოს დაქორწინებამ თქვენს ურთიერთობას ან როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება დაქორწინების შემდეგ? რა მოლოდინები გაქვთ თქვენ და რა შესაძლებლობები  აქვს მეორე მხარეს? 

 

 

2.რამდენად ხართ მზად დაქორწინებისთვის?

 იგულისხმება არამარტო   მენტალური გადაწყობა ცხოვრების ახალ რეალობაში გადასასვლელად, არამედ  ფინანსური მზაობაც. როგორ გესახებათ პასუხისმგებლობების  გადანაწილება,მათ შორის როდესაც საქმე  ხარჯებს შეეხება ?  

 

 

3.როგორია თქვენთვის  იდეალური უქმეები ?

 წარმოიდგინეთ,წყვილში ერთი ექსტრავერტია, მეორე კი- ინტროვერტი. ერთს მუდამ ხმაურიანი წვეულებების მოწყობა  სურს, მუდმივად ესაჭიროება აქტიური სოციალური ინტერაქცია, მეორეს კი-  მშვიდი გარემო და ვიწრო წრეში დროის გატარება. ან ერთ მხარეს მოუწევს მუდმივად კომპრომისებზე წასვლა ან მეორე მხარეს ძირფესვიანად შეცვლა ,რაც თანაცხოვრების მრავალწლიან პერსპექტივაში ცოტა არ იყოს რთული წარმოსადგენია.    

 

 

4.როგორ შეიცვლება ( ან შეიცვლება თუ არა საერთოდ ) თქვენი სამუშაო რუტინა დაქორწინების შემდეგ ?

კარიერის რა ეტაპზეც არ უნდა იმყოფებოდეთ, უნდა გაითვალისიწინოთ მოსალოდნელი ცვლილებები. მაგალითად,  შეძლებთ თუ არა  იგივე დატვირთვით მუშაობას? ხომ არ მოგიწევთ საცხოვრებელი ქალაქის ან ქვეყნის შეცვლა და თუ ხართ ამისთვის მზად? წყვილთანაგან რომელიმეს ხომ არ აქვს ახლა ძალიან დატვირთული პერიოდი, რომელიც სამსახურის საათების შემდეგაც მოითხოვს მუშაობას და რამდენად მზად ხართ, გაუგოთ მას?

 

 

5. და ბოლოს, ის ნამდვილად ისეთია, როგორზეც  ოცნებობდით?

გაანალიზეთ თქვენი ურთიერთობა თავიდან ბოლომდე - კარგი და ცუდი პერიოდებით. გაქვთ თუ არა საერთო ღირებულელები? რამდენად შეგიძლიათ თქვენ ან მას ემოციების მართვა ? როგორ გამოხატავთ სიხარულს ან გაბრაზებას?  რამდენად პასუხისმგებლიანები ხართ ერთმანეთის  მიმართ ?

 

ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგაც თუ გენდომებათ დაქორწინება, გახსოვდეთ, რომ WEDDER-ის გუნდი თქვენს სამსახურშია!

 

 ავტორი: თამთა ჯინჯოლავა

 

 


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4792

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5224

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable