Add company

რა სიმბოლური დატვირთვა აქვს „ყვავილების გოგოს“ ქორწილში

6692

უამრავ წყვილს სურს საკუთარ ქორწილში ჰყავდეს ყვავილების გოგო, ხშირ შემთხვევაში ეს არის ოჯახის ყველაზე პატარა წევრი, ან უბრალოდ პატარა, საყვარელი გოგონა, რომელიც ყვავილებით სავსე კალათით გზას უკვალავს ნეფე-პატარძალს. ეს ქორწილის ძალიან სახალისო ეპიზოდია. ქორწილის დამსწრე სტუმრებს  ახალისებთ, სასაცილო ეპიზოდები, რომელიც შეიძლება პატარა საყვარელ გოგონას დაემართოს  ყვავილებით სავსე კალათით. ხშირ შემთხვევაში პატარა ყვავილების გოგონას მიუძღვება პატარა ბიჭუნა, რომელსაც წყვილისთვის საქორწინო ბეჭდები მიაქვს. მათ გარდა დადებითი, პოზიტიური ენერგიის შემოტანისა ძალიან დიდი მოვალეობები აკისრიათ, თავიანთ ასაკთან შედარებით, ხშირ შემთხვევაში ისინი არიან 3-8 წლამდე ასაკის გოგო-ბიჭები, შესაბამისად ალბათ უკვე ხვდებით როგორ სახალისო საქციელსაც უნდა ველოდოთ მათგან და რამდენად საოცარს ხდიან ისინი საქროწინო ცერემონიალს.

 

ეს ტრადიცია ჩაისახა ძველ რომში, სადაც მეყვავილე ემსახურებოდა ნეფე-პატარძალს, ხორბლისა და ბალახების ტარებით, ამით აკურთხებდა წყვილის ნაყოფიერებასა და კეთილდღეობას. მთელს დასავლეთ ევროპაში, ტრადიციის მიხედვით პატრაძალს ყურადღებას მხოლოდ ახალგაზრდები აქცევდნენ, ასე რომ მთელი ქორწილი ბავშვებისაგან შედგებოდა, მათგან ყველაზე გამორჩეული კი იყო პატარა გოგონა თეთრ კაბაში, პატარა ვარდის ფურცლებით სასვსე კალათით, რომელიც ერთგვარად ლოცავდა წყვილს.

 

პატარძლები ქორწილში დღესაც იყენებენ ყვავილების გოგონას, რომელიც სარკისებურად ასახავს მათ იმიჯს, შეიძლება ითქვას რომ ყვავილის გოგონა პატარძლის მცირე ვერსიაა, მსგავსი ფერის, ფორმის კაბითა და ვარცხნილობით.

 

ყვავილის გოგონას, მიუხედავად მისი მცირეწლოვნებისა დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, გარდა იმისა რომ მხიარულ განწყობას ქმნიან ქორწილში.ისინი ერთგვარი წინამძღოლები არიან წყვილისთვის და გზას ულოცავენ ნეფე-პატარძალს, ლოცავენ მათ სამომავლო ერთობლივ გზას, მათ კეთილდღეობასა და ნაყოფიერებას, წინ წამოწევენ პატარძლის როგორც დედის, ცოლის როლს.

 

მასალის ავტორი ლიკა ჩხენკელი


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6780

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5234

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable