Add company

შეცდომები, რომელიც არ უნდა დაუშვათ თაფლობის თვის დაგეგმვის დროს!

6667

თაფლობის თვე, ეს არის დღე, რომელიც ქორწილის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, შთაბეჭდილებების შესაგროვებლად და პირველი დღეების ერთად, ბედნიერად, ხალისიანად გასატარებლად.

იმისათვის, რომ თქვენი თაფლობის თვე გამოვიდეს ზუსტად ისეთი, როგორსაც გეგმავდით და წარმოგედგინათ, შეძლოთ დასვენება და ერთმანეთით ტკბობა აუცილებელია რამდენიმე დეტალს მიაქციოთ ყურადღება.

 

  1. ქორწილიდან თაფლობის თვეში გამგზავრება.

 

ნუ გაემგზავრებით თაფლობის თვეში, ქორწილის დღესვე, გადაღლილი ნუ იფრენთ თვითმფრინავით და კიდევ უფრო მეტად ნუ დაიძაბებით. პირიქით დაისვენეთ, განახლებული ენერგიებით შეუდეგით მზადებას თაფლობის თვისთვის.

 

  1. ბევრი ბარგი

 

ეცადეთ, რაც შეიძლება კომფორტული სამოსი წაიღოთ თაფლობის თვის მოგზაურობაში, მესმის რომ შესაძლებელია გინდათ იყოთ გამოპრანჭულები, თუმცა თაფლობის თვეში ქუსლებით წასვლა ნამდვილად არ არის კარგი გადაწყვეტილება.

შეეცადეთ გქონდეთ რაც შეიძლება ნაკლები ბარგი, ნუ აიტანთ, და ნუ წაიღებთ ბევრ ბარგს, რათა კიდევ უფრო არ გადაიღალოთ მისი ტარებით და ჩალაგებით. მიიღეთ მეტი სიამოვნება.

 

  1. უკვე კარგად ნაცნობი ადგილი.

 

პირევლი ერთობლივი შთაბეჭდილებები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ ერთმანეთის სხვადასხვა სიტუაციაში უკეთ გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.

ეზიარეთ სიახლეებს, მიიღეთ სასიამოვნო შტაბეჭდილებები, რათა დააგროვოთ ერთობლივი მოგონებები, რომელსაც ხალისით გაიხსენებთ.

ნუ ესტუმრებით თქვენთვის უკვე ნაცნობ ადგილს, მიეცით თქვენს თავს ფუფუნების საშუალება, ყველაფერი ახალია შესანიშნავია.

 

  1. ხარისხი და რაოდენობა.

 

უმეტესობა ფიქრობს, რომ თაფლობის თვე უმჯობესია ხანგრძლივ მოგზაურობაში გაატაროს და ბევრი ადგილი მოინახულოს, ეს არც ისე კარგი არჩევანია.

კარგია თუ არჩევანს ხარისხზე შეაჩერებთ, დაზოგავთ ხარჯებს, წახვალთ მოკლე ვადიან მოგზაურობაში და მოინახულებთ ერთ ან რამდენიმე ლამაზ ადგილს, სადაც ბევრად უკეთ დაისვენებთ, და დააგროვებთ ენერგიას, რომელიც ქორწილის სამზადისმა წაგართვათ.

 

 

  1. არაფრის კეთება

 

როგორ გაატარებთ თაფლობის თვეს ეს ნამდვილად თქვენი გადასაწყვეტია, ზოგი ფიქრობს, რომ მთელი დასვენების დრო უბრალოდ იწვება სანაპიროზე არ დაიტვირთავს თავს და.ა.შ

თუმცა ვფიქრობ უკეთესია რაც შეიძლება მეტი გამოწვევა მიიღოთ, მეტი ადრენალინი, მეტი აქტივობა თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად, ეს ყველაფერი შეიგრძნოთ და გააკეთოთ ორივემ ერთად, რაც ნამდვილად გაამყარებს თქვენს სიყვარულს.

 

  1. არ შეამოწმოთ თქვენი დასასვენებელი ადგილი

 

უბრალოდ დაჯავშნოტ ოთახი ზღვის ან მთის ხედით, მთავარი კრიტერიუმი კი სისუფთავე და კომფორტი იყოს, არ შეამოწმოთ მისი სინამდვილე, როგორ ოთახში მოგიწევთ ცხოვრება, ეს ნამდვილად ზრდის იმის ალბათობას, რომ იმედები გაგიცრუვდებათ.

ამიტომ დაკვირვებით დაგეგმეთ თაფლობის თვესთან დაკავშირებული ყველა

საკითხი, რადგან უმნიშვნელო დეტალმაც კი შეიძლბე აგაგიფუჭოთ ხასიათი, რაც აუცილებლად აისახება თქვენს მეორე ნახევარზე და ზოგადად თაფლობის თვის დროზე.

 

საუკეთესო თაფლობის თვე დაგეგმეთ აქ: ტურისტული

 

მასალის ავტორი ლიკა ჩხენკელი


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4794

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6776

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5228

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable