Add company

10 საუკეთესო სიმღერა პირველი საქორწილო ცეკვისთვის და პირველი ცეკვის ეტიკეტი

12945

ქორწილი ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მოვლენაა, რომელიც დიდხანს რჩება ჩვენს მეხსიერებაში. დამეთანხმებით, პირველი ცეკვა, მეტად სანახაობრივს და ემოციურს ხდის თქვენს დღესასწაულს. ცეკვა ქორწილის ერთერთი ყველაზე მხიარული ელემენტია. 

 

- რა არის საქორწილო ცეკვის ეტიკეტი?

 

- ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აირჩევთ: ტრადიციულ ცეკვას თუ თანამედროვეს. ტრადიციულ ცეკვაში არსებობს წესრიგი, რომელიც წყვილმა უნდა დაიცვას, თუმცა მისი ნებისმიერი ნაწილი შეიძლება შეიცვალოს წყვილის გემოვნების და საჭიროების მიხედვით. თანამედროვე ცეკვებში სიძე-პატარძალი შეზღუდული არ არის, რაც უფრო განსაცვიფრებელია ცეკვის ელემენტები, მით უფრო დასამახსოვრებელია ის. სიძე-პატარძლის ცეკვა უნდა იყოს ქორეოგრაფიულად დადგმული და კარგად მომზადებული, რაც თავის მხრივ საჭიროებს რამოდენიმე საათიან რეპეტიციებს და მომზადებას დარბაზში.

 

პირველი ცეკვისთვის შეარჩიეთ სიმღერა, რომელიც ყველაზე კარგად მეტყველებს თქვენი და თქვენი მეწყვილის ურთიერთობაზე.ივარჯიშეთ შერჩეული სიმღერის თანხლებით. თუ რომელიმე თქვენგანს ცეკვის მცირე გამოცდილება აქვს უმჯობესია რეპეტიციები გაიაროთ პროფესიონალთან, რომელიც დაგაძლევინებთ მოუხერხებლობის შეგრძნებას და მეტად დავდაჯერებულს გაგხდით(შეთავაზებები შეგიძლიათ ნახოთ wedder.ge-ზე, კატეგორიაში "ცეკვა"). თუ თქვენი საქორწინო კაბა გრძელია ან აქვს შლეიფი, ნუ “იმოგზაურებთ” მასზე. თუ არ ატარებთ მაღალ ქუსლებს, უმჯობესია ჩაიცვათ დაბალი ფეხსაცმელი.

 

თუ თქვენ ეძებთ რაიმე მსუბუქ ან ენერგიულ, რომანტიულ და სასიამოვნო სიმღერას პირველი საქორწილო ცეკვისთვის, გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელიც ამ დაუვიწყარ მომენტს მარადიულ მოგონებად გარდაქმნის.

 

1. Elton John - Your song - ელტონ ჯონის“Your song” საკმაოდ ბევრს ამბობს რომანზე. ეს 70-იანი წლების კლასიკა გულწრფელი და ემოციურია.

https://youtu.be/GlPlfCy1urI

 

2. TRAIN - MARRY ME - მიმზიდველი მელოდია TRAIN-ის წამყვანი ვოკალისტისგან Pat Monahan-გან სიყვარულის შესახებ, რომელიც მშვენიერი, ტკბილი და სასიამოვნო ჟღერადობისაა

https://youtu.be/ghZt2cILcCU 

 

3. Diana Ross and Lionel Richie - Endless love - ეს 80იანი წლების ჰიტი ყველა დროის საუკეთესო დუეტად არის აღიარებული და იდეალურია წყვილისთვის, რომელსაც უნდა ეპიკური გამოჩენა სცენაზე.

https://youtu.be/7Bwwo7ctG10

 

4. Deee-Lite - Groove is in the heart - ეს სიმღერა არაჩვეულებრივი და მოულოდნელია იმ წყვილებისთვის, რომლებიც ორიენტირებულნი არიან დროის სასიამოვნოდ და სახალისოდ გატარებაზე.

https://youtu.be/etviGf1uWlg

 

და თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარში, რომელი დღეებია მონიშნული?

 

5. Redbone - Come and get your love - მშვენიერი განწყობით 1973 წლის ჰიტი ამერიკული როკ ჯგუფის შესრულებით გაამხიარულებს თქვენს სტუმრებს.

https://youtu.be/bc0KhhjJP98

 

6. Alicia Keys - IF I Ain't Got You - ბოლო რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში ერთერთი ყველაზე ხატოვანი და მგრძნობიარე ჰიტია.

https://youtu.be/Ju8Hr50Ckwk

 

7. Etta James - At last - ეს არის სიმღერა, რომელიც ეხმიანება წლების განმავლობაში “გატაცებების” შემდეგ ნამდვილ მამაკაცთან შეხვედრას.

https://youtu.be/S-cbOl96RFM

 

8. Jack Johnson - Better together - ჰარმონიული ნოტებით გამდიდრებული მსუბუქი სასიყვარულო სიმღერა.

https://youtu.be/seZMOTGCDag

 

მასალის ავტორი თამარ ლოჩოშვილი


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4819

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6797

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5243

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable