Add company

2020 წლის ქორწილების მთავარი, ტრენდული დეტალები

5331

ქორწილი ორი ადამიანის პირადი დღესასწაულია და გადაწყვეტილებების მიღებაც თითოეულ დეტალთან დაკავშირებით, მთლიანად მათ გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუმცა, თუ ქორწილის გადახდას მიმდინარე წელს გეგმავთ, გირჩევთ გაეცნოთ ჩვენს შემოთავაზებულ მთავარ ტრენდებს.

 

2020 წლის ტენდენციები, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ, ნამდვილად შეიძლება გახდეს ინსპირაციის წყარო.

 

ყვავილების გვირგვინი/disco style

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თემატიკა ქორწილებისთვის იქნება 70-იანი წლები.ეს პერიოდი იყო დისკოს,თვითგამოხატვის,სულიერი თავისუფლებისა და დღესასწაულების ხანა.რეტრო და პასტელური ფერების სიჭარბით.

წყვილებს შეუძლიათ პოზიტიური გარემო შექმნან ისეთი დეტალებით,როგორებიცაა ყვავილების გვირგვინები და რა თქმა უნდა - დისკო ბურთები.

დისკო ბურთები და ქორწილი?თუ ამ ორი სიტყვის დაკავშირება გიჭირთ,შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი გასაოცარი ფოტო.

 

საპატარძლო პიჯაკ-შარვალი

2020 წლის კიდევ ერთი ტრენდი თეთრ პიჯაკ-შარვალში გამოწყობილი პატარძალია. "Bridal Fashion Week"-ის პოდიუმზეც არაერთი ასეთი ჩაცმულობა ვიხილეთ პატარძლებისათვის.გარდა იმისა,რომ ეს კომფორტთან და ტრენდთან არის დაკავშირებული,ასევე შეგვიძლია ვთქვათ,რომ ეს საკმაოდ თამამი,მტკიცე და ხმამაღალი განაცხადი იქნება ქალისგან.თუ ქერი ბრედშოუს,რომელიც სტილის აიქონად ითვლება,შეუძლია მსგავსი სამოსის ჩაცმა,რატომ არა თქვენ?

 

ვინტაჟური ბეჭდები

საკმაოდ მოთხოვნადი გახდა ე.წ ვინტაჟური ბეჭდები.ამ სტილის ბეჭდებს ახასიათებთ სხვაგვარი ფასეულობა,ისინი ნაკლებად მინიმალისტურია,იგრძნობა დახვეწილობა,გემოვნება...გარდა ამისა,ვინტაჟური ბეჭდების ხარისხი ბევრად უფრო მაღალია,ვიდრე თანამედროვე ბეჭდების.

 

გამომშრალი ყვავილების გამოყენება დეკორაციებში

ყვავილები ქორწილის განუყოფელი ნაწილია.წლების განმავლობაში ნებისმიერ ქორწილში აუცილებლად შეხვდებოდით ლამაზ,ცოცხალ,ახალ ყვავილებს..თუმცა,2020 წლის ქორწილებისთვის ტრენდული იქნება გამომშრალი ყვავილები,რომლებიც არანაკლებ ლამაზ და დახვეწილ შტრიხად ჩაითვლება.გარდა ამისა,მისაღები იქნება არატრადიციული მცენარეებისა და ყვავილების გამოყენებაც.ვარდი და პეონები თავისთავად ლამაზია,მაგრამ არჩევანი ბევრად უფრო ფართოა.

 

და თქვენი ბედნიერი თარიღების კალენდარში, რომელი დღეებია მონიშნული?

 

საჩუქარი თქვენი სტუმრებისათვის

სტუმრების განწყობაზე ზრუნვა წყვილის ერთ-ერთი პრიორიტეტია.ამის მისაღწევად მსოფლიო მასშტაბით ძალიან ბევრი წყვილი მცირედ საჩუქარს უკეთებს თითოეულ სტუმარს.ეს ტრადიცია 2020 წელსაც ტენდენციური იქნება და ყველაზე მოთხოვნადი ამ კუთხით თავის მოვლის საშუალებები იქნება.ეს ნამდვილად არის ის,რაც ყველა ასაკისა და სქესის წარმომადგენელს გამოადგება.მოუხმეთ ფანტაზიას,შეარჩიეთ მათთვის მცირე ზომის ხელნაკეთი საპნები,აბზანის ბურთები,სურნელოვანი ფერადი სანთლები,ზღვის მარილის კრისტალები..ეს ნამდვილად ორიგინალური,დახვეწილი და რაც მთავარია გამოსადეგი საჩუქარი იქნება.

 

მასალის ავტორი ელენე გაბელაშვილი


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4819

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6800

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5245

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable