Add company

არის თუ არა „შავი ყოველთვის ელეგანტური“, როცა საქმე საპატარძლო კაბას ეხება

10650

  • თუ სტერეოტიპების მსხვრევას არ უშინდებით და შავი თქვენი საყვარელი ფერია, ეს სტატია თქვენთვის არის შექმნილი.

ტრადიციული თეთრი საქორწილო კაბა ყველა პატარძლის გემოვნებაში არ ჯდება. შავი საქორწილო კაბა გაბედული ქალების არჩევანია, რომლებიც არ ერიდებიან თავიანთი სამოსით, ხმამაღალი განაცხადების გაკეთებას. შავი ფერის შემოტანა საქორწილო სამოსში ნამდვილად არის ის, რაც ყველას ყურადღებას მიიქცევს და წლების განმავლობაში იქნება სალაპარაკო თემა.

 

სხვადასხვა მიზეზების გამო ბევრი ადამიანისთვის შავი საქორწილო კაბა მიუღებელია, თუმცა უნდა ვაღიაროთ - მისი ეფექტურობა და იმ მძაფრი შთაბეჭდილების არსებობა, რასაც მისი დანახვისთანავე განვიცდით.

 

შესაძლებელია კაბა იყოს როგორც ვინტაჟური, ისე თანამედროვე სტილის. შეუხამეთ ნებისმიერი ფერისა და ფორმის დეტალები. ასევე, თქვენი ლუქისთვის განსაკუთრებით დახვეწილი და ელეგანტური იქნება გრძელი ხელთათმანები.

 

 

ჩვენ შემოგთავაზებთ არაჩვეულებრივ, ელეგანტურ, დახვეწილ, შავ საქორწილო კაბას, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი ცხოვრების უმნიშნელოვანესი დღე კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახადოთ. იმედია ეს არაორდინალური ლუქები თქვენთვისაც მისაღები იქნება.

 

 

და მაინც,რატომ უნდა ასოცირდებოდეს შავი ნეგატივთან ? რატომ ვერ უნდა გავბედოთ მისი გამოყენება ბედნიერ დღეს, როდესაც შესაძლებელია მისგან მსგავსი კაბების შექმნა?

 

რა არის "ბედნიერი თარიღების კალენდარი"?


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4801

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6782

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5234

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable