Add company

საქართველოში პირველი საქორწილო დაჯილდოვება "Wedding Stars Awards" ჩატარდა

5333

ექვს თებერვალს, "The Biltmore Tbilisi" -ში, პირველი ქართული საქორწილო პრემიის “Wedding stars awards” -ის დაჯილდოვება გაიმართა. დაჯილდოვების მიზანი, მაღალი ხარისხის სტანდარტის ჩამოყალიბება და საქორწინო ინდუსტრიის საუკეთესო ნაშრომების წარდგენაა. დაჯილდოვებაში მონაწილე კომპანიები, სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, 25-მდე ნომინაციაში გამოვლინდნენ, რომლებიც პროფესიონალმა, სფეროში მოღვაწე ქართველმა და უცხოელმა, დამოუკიდებელმა ჟიურის წევრებმა შეაფასეს.

 

პორტალი wedder.ge “Wedding stars awards”-ის ოფიციალური პარტნიორი გახლდათ.  wedder.ge-რჩეული კომპანიები, ქართული საქორწილო ბაზრის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის გახდა ივენთ კომპანია "Mandarini Weddings" და "Wedding Photo Production"(ფოტოგრაფი აჩი კორღალიძე) და 5000 და 1000 ლარიანი სარეკლამო კამპანიით დაჯილდოვდნენ.

 

"Mandarini Weddings" უკვე მეხუთე წელია ქართულ საქორწილო სფეროში მოღვაწეობს და ხუთი საქორწილო სეზონის განმავლობაში, საქორწილო პორტფოლიოში 120-ზე მეტი ქორწილი აქვს. ფოტოგრაფ აჩი კორღალიძის ფოტო-ობიექტივმა კი ყველაზე მეტი უცხოელი წყვილის, ქართული ქორწილი დააფიქსირა. 

 

 

 

                                            

გამარჯვებულების სრული სია კი შემდეგნაირია:

  • საუკეთესო საქორწილო ფლორისტი - გაიმარჯვა კომპანია Rosenbloom Flowers Tbilisi 
  • საუკეთესო საქორწილო რეპორტაჟის ფოტოგრაფი - Achi Korgalidze 
  • საუკეთესო საქორწილო ფოტოგრაფი - არინა კრასნიკოვა
  • საუკეთესო საქორწილო ვიდეო - Gio Jobava „The Wedding Guy”
  • საუკეთესო ვიდეოგრაფი - ალეკსეი ჩიჟკოვ;
  • საუკეთესო საქორწილო სააგენტო - Mandarini Wedding - wedding in Georgia

 

რა არის "ბედნიერი თარიღების კალენდარი"?

 

 

  • საუკეთესო საქორწილო ადგილი ქალაქში რესტორანი Restaurant Funicular • რესტორანი ფუნიკულიორი 
  • საუკეთესო საქორწილო ადგილი ქალაქგარეთ შატო Château Mukhrani • შატო მუხრანი 
  • საუკეთესო საქორწინო კაბების სალონი და საქორწინო კაბის ქართველი დიზაინერი - კომპანია "მარიგოლდი" Tea Guntaishvili 
  • საუკეთესო სასტუმრო ქორწილისთვის ქალაქში The Biltmore Tbilisi Hotel 
  • საუკეთესო სასტუმრო ქორწილისთვის ქალაქგარეთ Kvareli Eden - ყვარლის ედემი
  • საუკეთესო უცხოური საქორწილო სააგენტო - Vzaimno Wedding
  • საუკეთესო საქორწილო ცერემონიის წამყვანი - ალექსანდრა ბელაია
  • საუკეთესო ქორწილების წამყვანი - სერგო საფარიანი

Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4793

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5224

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable