Add company

„არ მჯერააა! რა მაგარია, არასოდეს არაფერი მომიგია“ - wedder.ge-სა და „Tiffany Bar & Terrace”-ს განსაკუთრებული ვალენტინობის საჩუქარი სალომე ხუბაშვილს და შოთიკო მამულაიძეს

7621

უმნიშვნელო სიხარული და სიახლეც კი, ნებისმიერი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს. მით უფრო ისეთი, რომელიც საყვარელ ადამიანს უკავშირდება და მასთან ურთიერთობას ამრავალფეროვნებს. ძვირფასი ადამიანისთვის სიხარულის მინიჭება, არც თუ ისე რთული საქმეა, თუმცა ყოველდღიურობა ხანდახან, მრავალფეროვანი ცხოვრების კალაპოტიდან გვაგდებს.

 

ერთია, როცა საკუთარ ცხოვრებაში, სიახლე თავად შეგაქვს, ხოლო მეორე, როცა ეს მოულოდნელად, სრულიად უცხო ადამიანების ან კომპანიების საშუალებით მოდის და თავიდან დაჯერება ცოტა არ იყოს გიჭირს - სწორედ ასეთი პოზიტიური როლი შეასრულა პორტალმა wedder.ge-მ და „Tiffany Bar & Terrace”-მ სალომე ხუბაშვილის და შოთიკო მამულაიძის სასიყვარულო ისტორიაში. წყვილი wedder.ge-ს გრანდიოზული ვალენტინობის კამპანიის(რომელიც სხვადასხვა ტიპის აქტივობებს მოიცავდა) და "ბედნიერი თარიღების კალენდრის" გათამაშების გამარჯვებულები გახდნენ და „Tiffany Bar & Terrace”-ზე, სპეციალურად ვალენტინობისთვის დაგეგმილ საღამოს, რომანტიული ვახშმით დაჯილდოვდნენ.

 

რა არის "ბედნიერი თარიღების კალენდარი"?

 

 

მათი სიყვარულის ისტორია 2018 წელს, მეგობრების გარემოცვაში დაიწყო და 2019 წლის სექტემბერში(ე.წ. ქორწილების სეზონზე) ქორწინებით დაგვირგვინდა. ახალგაზრდა ოჯახის ურთიერთობას wedder.ge-მ და „Tiffany Bar & Terrace”-მ დაუვიწყარი ემოცია და განსაკუთრებული საღამო აჩუქა #ვალენტინობა2020-ის აღსანიშნავად.

 

„არ მჯერააა! რა მაგარია, არასოდეს არაფერი მომიგია“ - ეს სალომეს პირველი რეაქცია იყო, როცა გამარჯვების შესახებ შეტყობინება მიიღო და საყვარელ ადამიანს, სიყვარულის დღის აღსანიშნავი სიურპრიზი მოუწყო.

 

Wedder.ge მუდმივად ორიენტირებულია წყვილების და მათი ცხოვრების გამრავალფეროვნების პროცესში, მათი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. იქნება ეს ქორწილის დაგეგმვა თუ შემდგომი ეტაპები. სრულყოფილი საქორწილო კატალოგი, საქორწილო სამზადისის სია, განსაკუთრებული შეთავაზებები წყვილებს პარტნიორი კომპანიებისგან და სულ ბოლო პროექტი - ბედნიერი თარიღების კალენდარი(შემხსენებლის ფუნქციით) არასრული ჩამონათვალია იმ სერვისებისა, რომელსაც პორტალი წყვილებს(და არამხოლოდ) სთავაზობს.

Wedder.ge განსაკუთრებულ მადლობას უხდის Tiffany Bar & Terrace მხარდაჭერისა და განსაკუთრებული საღამოს შექმნაში თანამონაწილეობისთვის!


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4819

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6800

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5245

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable