Add company

რატომ ავიწყდება ადამიანს მნიშვნელოვანი მოვლენები და როგორ ვიპოვოთ გამოსავალი უხერხული სიტუაციებიდან?

4894

მაგალითად ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ გულმავიწყი ადამიანები სხვებზე ჭკვიანები არიან(წყარო: Independentწერს. მეცნიერების მტკიცებით, გულმავიწყობა ტვინის მიერ ინფორმაციის „გაფილტვრის“ მექანიზმია, რადგან ჭკვიანი ადამიანების გონება მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი საგნებისა და მოვლენების დამახსოვრებას ცდილობს და არ კარგავს სივრცეს გამოუსადეგარი ინფორმაციის შესანახად. 

 

ზღვა ინფორმაციულ ეპოქაში, ადამიანებს განსაკუთრებით გვჭირდება გონების სტიმულაცია და ინფორმაციის დახარისხება, რასაც ჩვენი შესაძლებლობები, ქვეცნობიერ დონეზე, ჩვენგან დამოუკიდებლად ახორციელებენ. მეხსიერების ყველაზე ძლიერ ნაწილს იკავებს ყოველდღიურობა, ან განსაკუთრებით მძაფრი ემოციები, თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში, დრო როგორც ემოციას, ასევე მეხსიერებაში მის ადგილს ამცირებს. 

 

 

ამიტომაც არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა საყვარელ ადამიანს, ყოველდღიურ რუტინაში იშვიათად მნიშვნელოვანი თარიღები ავიწყდება.  მიუხედავად მასთან ჰარმონიული და სიყვარულით გაჯერებული რამდენიმეწლიანი თანაცხოვრებისა. ნებისმიერ ადამიანს, შეიძლება გამორჩეს პირობითად 2012 წლის 5 თებერვალს, თქვენი ქორწინებიდან მერვე წელი რომ შესრულდა და ვერ შეძლო  სიურპრიზი მოეწყო თქვენთვის ან სულ მცირე მოელოცა მაინც. თანამედროვეობას, გადარჩენის მიზნით მორგებულმა გონების სამუშაო დისციპლინამ, გადაწყვიტა რომ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს სელექციური ინფორმაციითაც შეძლებს, ხოლო სხვა დანარჩენი, მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრება კი გაჯეტებსაც არაჩვეულებრივად შეუძლიათ და ტვინის ზედმეტად გადატვირთვა სასურველი სულაც არ არის. თუმცა ამ ფაქტმა, შეიძლება საფუძვლიანად უარყოფითი გარემო შექმნას ადამიანების ურთიერთობაში და განსაკუთრებით წყვილების თანახოვრებაში. სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და რუტინის გასახალისებლად შეიქმნა ‘’ბედნიერი თარიღების კალენდარი’’, რომელსაც პლატფორმა Wedder.ge გვთავაზობს.

 

 

რა არის "ბედნიერი თარიღების კალენდარი"?

 

 

ამ პლატფორმის მეშვეობით დაიხსნით უსიამოვნო და უხერხული მომენტებისაგან, როგორც საკუთარ თავს ასევე პარტნიორს და  სრულებით შეუმჩნეველი გახდება  თუ თქვენი საყვარელი, მამაკაცი ან ქალბატონი, თარიღების ან  მნიშვნელოვანი მოვლენების მიმართ გულმავიწყობის არცთუისე სახარბიელო გამოხატულებებს ამჟღავნებს.

 

"ბედნიერი თარიღების კალენდარი" არის სრულიად უფასო სისტემა, რომელშიც მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ, ავტომატურად იქმნება თქვენი პერსონალური კალენდარი, რომელიც თქვენს მიერ მითითებულ თარიღებამდე რამდენიმე ხნით ადრე იწყებს სამზადისს - ეხმიანება და ახსენებს თარიღის მოახლოებას თქვენს საყვარელ ადამიანს და ურჩევს საჩუქრებს, რომელიც წინასწარ მონიშნეთ სასურველი საჩუქრების კატეგორიაში. 

 


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4785

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6774

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5222

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable