Add company

კულტურული სიმბიოზი და სიმბოლიზმი იაპონურ საქორწინო ცერემონიაში

6202

ყოველმხრივ  მრავალფეროვან  იაპონიაში საქორწილო  ცერემონია უამრავ სხვადასხვა  სახეს ატარებს - ის შეიძლება იყოს შინტოისტურიქრისტიანული, ბუდისტური ან შესაძლებელია რელიგიურ  წარმოდგენებთან საერთოდ არ ჰქონდეს კავშირი. ეკლექტიზმის  და შემწყნარებლობის მოყვარული იაპონელები ამ მხრივ შეზღუდვებს  არ უწესებენ ახალგაზრდებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი იაპონურ ქორწილებში თვალშისაცემია, დასავლური ელემენტების შეტანა - პატარძლები იცვამენ თეთრ კაბებს ქრისტიანული ქვეყნების სტილში, ცერემონიის რიტუალური ნაწილიც ქრისტიანულ სტილში,  ქრისტიანულ ტაძრებში სრულდება, იმ შემთხვევებშიც კი როცა წყვილი ქრისტიანობის აღმსარებელი არ არის. 

 

ტრადიციული იაპონური საქორწილო რიტუალი კი შინტოისტურია და იგი რიტუალურ სალოცავში ტარდება შინტოისტი მღვდლის მიერ.  ცერემონიას მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი ადამიანები ესწრებიან. დღესდღეობით  შესაძლებელია, რომ სალოცავი მოწყობილი იყოს სასტუმროში,  სადაც სადღესასწაულო ცერემონია ტარდება. 

 

 

შინტოს  სტილის რიტუალის  დროს პატარძლებს აცვიათ  თეთრი კიმონო სახელად შირო - მოკუ, რომელიც სიწმინდის სიმბოლოა,  სიძეს კი შავი კიმონო აცვია. ცერემონიაში  მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს განწმენდის რიტუალს -  ბოროტი სულების განდევნას. აღსანიშნავია ასევე საკეს  ჭიქების გაცვლა, რომელსაც სან სან კუ დოს ეძახიან და  რაც ნიშნავს „სამი, სამი, ცხრა“ . რიტუალი შემდეგში მდგომარეობს - წყვილი სამჯერ ცალ-ცალკე სვამს საკეს სამი განსხვავებული ზომის ჭიქიდან,  რომელსაც საკაძუკი ეწოდება. ჭიქების გაცვლით წყვილი სიმბოლურად თავიანთ საქორწინო  აღთქმებს უცვლიან ერთმანეთს. მსგავს რიტუალს წყვილის მშობლებიც ასრულებენ, რაც ამყარებს  კავშირებს ორ ოჯახს შორის.   

 

შინტოს რიტუალი სრულდება  ღმერთებისთვის მარადმწვანე  მცენარის - სუკაკის ტოტების მირთმევით.

 

რა არის "ბედნიერი თარიღების კალენდარი"?

 

სტუმრების  მიღების დროს  წყვილი მშობლებს  ასაჩუქრებს ყვავილებით  ან პერსონალური მადლობისა  და სიყვარულის წერილით. სტუმრები  ასევე იღებენ საჩუქრებს- მარაოს, საკეს  ჭიქებს და ასე შემდეგ, ისინი კი თავის მხრივ,  ლამაზად დეკორირებულ ქაღალდის პატარა კონვერტებს  გადასცემენ წყვილს, რომელშიც ფულია მოთავსებული. სტუმრების  მიღების დროს პატარძალს კიმონოზე მოცმული აქვს აბრეშუმის მანტია,  რომელიც გაფორმებულია ხელით მოქარგული ყვავილებით და წეროებით. 

 

   

რაც  შეეხება  საქორწილო  სუფრის მენიუს,  მასში თითქმის ყოველთვის  წარმოდგენიალია მრავალფეროვანი,  ფერადოვანი სუშის ასორტიმენტი. სტუმრებს  ასევე სთავაზობენ სხვადასხვა სახეობის თევზეულს, კრევეტებს  და წითელ ბრინჯს, რომელიც იღბლიანობის სიმბოლოა. 

 

 

   მიღების  ცერემონიალი  მოიცავს ასევე  ტანისამოსის გამოცვლის  რიტუალს, რომელსაც ოირონაოში  ეწოდება; ზოგი პატარძალი სამჯერ  იცვლის სხვადასხვა ტანსაცმელს, ზოგი   კი- ოთხჯერ. რასაკვირველია ეს რიტუალი  ეხება სიძესაც; ნივთების და მოვლენების სიმბოლიზაციაზე   შეყვარებული იაპონელებისთვის რასაკვირველია არც ეს რიტუალია  დარჩენილი სიმბოლურ- აზრობრივი დატვირთვის გარეშე- ეს რიტუალი  ნიშნავს, რომ სიძე- პატარძალი მზადაა ყოველდღიურ ცხოვრებასთან დასაბრუნებლად.

 

ცერემონიის  დასასრულს სიძე-პატარძალი  ადღეგრძელებს ყველა სტუმარს,  ამას კი როგორც იტყვიან ფინალურ  აკორდად მოჰყვება სადღესასწაულო ტორტის გაჭრა, რაც ქრისტიანულ- დასავლური კულტურიდან  შეტანილი და უკვე მყარად ფეხმოკიდებული ნაწილია  ტრადიციულ-შინტოისტური სტილის ქორწილის ცერემონიაში.

 

ავტორი: მარიამ ადამია


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4791

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5223

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable