Add company

სად უნდა შევარჩიოთ იდეალური საჩუქარი ვალენტინობისთვის - "Franco Fontana" და "18K Precious Krafts"-ის განსაკუთრებული ფასდაკლების აქცია

8408

მნიშვნელოვანი თარიღების მოახლოებისას, მღელვარება მძაფრდება და მოლოდინის ეიფორია პიკს აღწევს. უფრო მეტად კი მათთვის, ვინც ჩვეულებრივ დღეებშიც ორიგინალურობით გამოირჩევა და სხვისი გახარებაც არც თუ იშვიათად გამოსდის. ეს გარემოება, ერთი-ორად მძაფრია, როცა საყვარელ ადამიანს უკავშირდება. სასიყვარულო ურთიერთობებში კი 14 თებერვალი ის დღეა, რომელსაც ყველა შეყვარებული ადამიანი, მთელი წელი ელოდება. თარიღის მოახლოებისას კითხვები "რა ვაჩუქო?!" და "რას მაჩუქებს?!" ყველაზე აქტუალური ხდება. 

 

 

  "რა ვაჩუქო?!" პოზიციაში მყოფი ადამიანები, სერიოზული დილემის წინაშე დგანან ხოლმე: როგორ გაახარო და შეუქმნა განწყობა შენთვის ძვირფას ადამიანს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში არ დაავიწყდება, რა უნდა მოიფიქრო ისეთი, რაც აქამდე არ მოგიფიქრებია ან მიხვდე, რა გაახარებს მას ახლა  ყველაზე ძალიან - საკმაოდ რთული ამოცანაა. გაცილებით რთული მაშინ, როცა შაბლონურ ჩამონათვალს არ გინდა დასჯერდე ან შენს მიერ შერჩეული საჩუქარი, მეტი იყოს, ვიდრე უბრალოდ სიმბოლური საჩუქარია.

 

  მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანს ბედნიერების უნივერსალური აღქმა აქვს და მათი საჭიროებებიც ინდივიდუალურია, არის რამოდენიმე მოცემულობა, რომელიც ყველა ტიპის ადამიანს აბედნიერებს, მთავარია სწორად ვიპოვოთ მისთვის შესაფერისი ფორმა ამ მოცემულობიდან. სამკაული ის საჩუქარია, რომელიც ნებისმიერ ასაკში, ქალსაც და კაცსაც, ბედნიერს ხდის თუ სტილს ინდივიდუალურად, შესაბამის სივრცეში შევარჩევთ. ეს სივრცე კი, ქუჩაში სეირნობისას შეიძლება აღმოაჩინოთ, ან მოლში შოპინგისას და  უნიკალური დიზაინის, უმაღლესი ხარისხის საიუველირო ნაწარმიდან, საყვარელ ადამიანს დაუვიწყარი საჩუქარი შეურჩიოთ, რომელიც მასთან მთელი ცხოვრება, განსაკუთრებულ მოგონებებთან ერთად დარჩება. ასეთი საჩუქრისთვის კი აუცილებლად უნდა იპოვნო ადგილი, რომელიც...

 

 

 საიუველირო მაღაზიათა ქსელი "ფრანკო ფონტანა" ქართულ ბაზარზე იტალიური ოქროსა და ვერცხლის საუკეთესო ნაკეთობების მრავალფეროვანი კოლექციითაა წარმოდგენილი და განსხვავებული საფასო კატეგორიების საშუალებით, ნებისმიერი სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია. თუმცა სპეციალურად ვალენტინობისთვის, "Franco Fontana" წყვილებს განსაკუთრებულ ფასდაკლების აქციასაც სთავაზობს -25%-იან ფასდაკლებას სრულ და -40%-იან ფასდაკლებას შერჩეულ კოლექციაზე. "ამექსისა" და "სოლო" ბარათის მფლობელებს კი დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობაც შეუძლიათ.  "18K Precious Crafts"-ში კი, რომელიც "Franco Fontana"-ს პრემიალურ ხაზს წარმოადგებს, უნიკალური ტექნოლოგიით დამზადებული 750 სინჯიანი ოქროს, ბრილიანტების და სხვა ძვირფასი ქვების საიუველირო ნაწარმები -25%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ. 

 

 

 გავრცელებული მოსაზრება, რომ სამკაულები მხოლოდ ქალებს უყვართ და იშვიათად მამაკაცებს - მცდარია. მამაკაცები არანაკლები სიხარულით იღებენ ძვირფას საჩუქრებს. მთავარი აქაც იგივე პირობაა - მათი ინდივიდუალური სტილის გათვალისწინება. სტილის და არჩევანის მრავალფეროვნება კი  "Franco Fontana" და "18K Precious Crafts"-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. 

 

 

 

 განსაკუთრებული საჩუქრები, განსაკუთრებულ ფასად შეგიძლიათ შეარჩიოთ და შეიძინოთ "Franco Fontana" და "18K Precious Crafts"-ის არაერთ ფილიალში. "Franco Fontana"-ს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მომხმარებლის საყვარელი მაღაზია, რუსთაველის #26-ში. ხოლო ყველაზე ახალი ფილიალი ჭავჭავაძის #37-ში აქსის თაუერში მდებარეობს.

 

 

 

 

 

ქვემოთ მოცემულ ინფორმაციაში ნახავთ ყველა მისამართს თბილისში, სადაც "Franco Fontana" და "18K Precious Crafts"-ს მაღაზიებია განთავსებული:

 

"Franco Fontana"

  • რუსთაველის გამზ. #26
  • ჭავჭავაძის #21
  • პეკინის #7
  • გალერეა თბილისი რუსთაველის გამზირი 2/4
  • სითი მოლი გლდანი, ხიზაბავრის ქ. #1
  • ჭავჭავაძის #37, "აქსის თაუერსი", პირველი სართული
  • სითი მოლი ქავთარაძე, ნულ სართულზე

 

"18K Precious Crafts"

 

  • სითი მოლი ქავთარაძე, პირველი სართული, ლაქშერი ზონა

 


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4791

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5224

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable