Add company

ვინ იყო სინამდვილეში წმინდა ვალენტინი და ვინ იყო ქალი, რომელიც მას დილეგში ყოფნისას შეუყვარდა

19325

ვინ იყო წმინდა ვალენტინი და რას ემსახურებოდა რეალურად - ამ კონრეტულ საკითხზე უამრავი გასხვავებული მოსაზრება და ჩანაწერი არსებობს თუმცა, საერთო ჯამში მთელი მსოფლიოს საზოგადება თანხმდება, რომ 14 თებერვალი ანუ "ვალენტინობა" იგივე "სიყვარულის დღე" მასშტაბურად აღინიშნება ყოველწლიურად და უდიდეს  როლს თამაშობს.

 

ვალენტინი რომაელი მღვდელი იყო, 269 წელს, კლავდიუს II-ის მეფობის დროს აწამეს. კლავდიუს II-მ რომის იმპერიაში ახალგაზრდების დაქორწინება აკრძალა.

 

ლეგენდის თანახმად, მრისხანე კლავდიუსს მტკიცედ სწამდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც არც ოჯახი ჰყავდა და არც საყვარელი ქალი, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილშვილიანი. ამიტომ კლავდიუსმა ქორწინება აკრძალა, მაგრამ ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს რომის იმპერატორისგან მალულად მაინც აღასრულებდა. მისი ამბავი ქალაქში გავრცელდა.

 

სანამ ციხეში აღმოჩნდებოდა, წმინდა ვალენტინმა უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო. 269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებში დაკრძალეს. წმინდანი სიყვარულისა და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად ითვლება.

მღვდელი ვალენტინი ეპილეფსიით დაავადებულთა მფარველადაც იყო მიჩნეული (გადმოცემის მიხ. მასაც იგივე დაავადება სჭირდა).

როგორც დღესასწაული, ვალენტინობა ევროპაში XIII საუკუნიდან, ამერიკაში 1777 წლიდან ხოლო საქართველოში - 90-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება.

წმიდა ვალენტინის ხსენების დღეს კათოლიკური ეკლესია 14 თებერვალს აღნიშნავს, აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია კი – ძველი სტილით 30 ივლისსა და ახალი სტილით 12 აგვისტოს. ვალენტინი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი პირველი მოწამეა, კათოლიკები კი მას ვალენტინ იტალიელსაც უწოდებენ.

 

რა არის "ბედნიერი თარიღების კალენდარი"?

 

ვალენტინის სასიყვარულო ურთიერთობებთან კავშირს, როგორც თავად კათოლიკე და პროტესტანტი სპეციალისტები მიიჩნევენ, მისი ხსენების დღეს უძველესი რომაული წარმართული დღესასწაულის აღნიშვნა უნდა დასდებოდა საფუძვლად. რომაული კალენდრის მიხედვით თებერვალი წლის ბოლო თვე იყო და სემანტიკურად განწმენდას ნიშნავდა. მართლაც ამ თვეში ფებურები (Febura) ანუ განწმენდის რიტუალები ტარდებოდა. ძველ რომში 14 თებერვალს იუნონასადმი მიძღვნილი დღესასწაული აღინიშნებოდა, მას რომაელი ქალების, ქორწინების ღმერთად, რომაელი ღმერთებისა და ქალღმერთების დედოფლად მიიჩნევდნენ. დღესასწაულის ღამეს , რომაელი გოგონების სახელები იწერებოდა ფურცლებზე და იყრებოდა ჯამში, ვაჟი იღებდა ქაღალდს და ვისი ქაღალდიც შეხვდებოდა ის გოგონა მისი პარტნიორი იქნებოდა. სწორედ წილისყრის ეს წესი დაუკავშირდა ევროპაში (მეტ-ნაკლებად დღემდე ტრადიციულ) 14 თებერვალს, ვალენტინის დღეს, რასაც შემდგომში დაემატა ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ცნობილია, რომ ბერ ვალენტინს დილეგში ყოფნისას ზედამხედველის ქალიშვილი ჯულია შეუყვარდა და მას მისწერა სასიყვარულო ბარათი წარწერით ‘’შენი ვალენტინი’’ , რომელიც შემდეგ ‘’ვალენტინობის’’ როგორც ‘’სიყვარულის დღის’’ სიმბოლოდ იქცა. დღემდე ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან შეყვარებულები ერთმანეთს. ხალხური გადმოცემის მიხედვით ვალენტინი თავის სიცოცხლეში ბავშვებს საკუთარი ბაღიდან ყვავილებს ჩუქნიდა, როდესაც მღვდელი დაატყვევეს ბავშვები მიდიოდნენ მასთან და სიყვარულის ნიშნად ციხის გისოსებიან სარკმელში ყვავილებს ესროდნენ.

 

შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთმა წყვილმა წმ. ვალენტინის მოღვაწეობის შესახებ კონკრეტული ისტორია დეტალებში არც იცოდეს, თუმცა  ‘’ვალენტინობის’’ დღესასწაულმა უკვე ათული წელია ისე ღრმად გაიდგა ფესვები ჩვენს ცნობიერებაში, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხაობის და პროტესტის მსუბუქი ფორმების კონკრეტული ინდივიდების მხრიდან , რომ ‘’ყოველი დღე სიყვარულისაა’’ მაინც ძალიან მაღალი აქტივობით აღინიშნება. ამ დღისთვის პერსონალურად ემზადებიან არა მხოლოდ წყვილები , არამედ ბიზნეს სექტორებიც, როგორებიცაა რესტორნები, სილამაზის და გამასაჯანსაღბელი ცენტრები, სასტუმროები, საიუველირო მაღაზიები და არა მხოლოდ - მომავალი ვალენტინობისთვის wedder.ge-ს უამრავი განსაკუთრებული შეთავაზება აქვს, სპეციალურად "ვალენტინობისთვის"

 

 

                      

 

 

"ვალენტინობა"14 თებერვალი ყოველწლიურად უამრავი წყვილის გაბედნიერების საწინდარია, რადგან ამ დღეს შეყვაებული მამაკაცი უხსნის სიყვარულს თავის რჩეულს, თხოვს ხელს ან სრულიად მცირედი საჩუქრით , რომელსაც თან დაურთავს ‘’ვალენტინის ბარათს’’ უბრალოდ საყვარელი ადამიანის გაბრწყინებული მზერის და უსაზღვრო ემოციების მომსწრე ხდება.

 

რა არის "ბედნიერი თარიღების კალენდარი"?


Comments
Recent Articles
post-01

14/02/2021

4792

5 რჩევა ვალენტინობის გასალამაზებლად
post-01

05/01/2021

6775

Zuhair Murad - 2021 წლის საქორწილო კოლექცია
post-01

28/12/2020

5224

არიანა გრანდე დაინიშნა! ვინ არის ვარსკვლავის რჩეული?
Most readable