კომპლექსი „კრწანისის რეზიდენცია“ფენომენალურია თავისი ისტორიით, მისი ინტერიერით, ლოკაციით და უზარმაზარი გარე სივრცით. ეგრეთ წოდებული „ბერიას სახლი“თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ფუნქციონირებდა ,როგორც ქვეყნის სამთავრობო რეზიდენცია, რომელსაც მსოფლიოს პრეზიდენტები და მაღალი რანგის პოლიტიკოსები სტუმრობდნენ.
ახლა კი თქენ შეგიძლიათ დაგეგმოთ ამ ისტორიულ შენობაში სხვადასხვა პირადი ღონისძიება, ქორწილი, აღნიშნოთ ღირსშესანიშნავი თარიღები.
ჩვენს ფენომენალურობას განსაკუთრებულ ელფერს ჰმატებს ცნობილი შეფ მზარეულის,კონსტანტინე თედელურის მიერ შემოთავაზებული უნიკალური კერძები, მაღალი ხარისხის მომსახურეობა და სივრცეების მრავალფეროვნება.
ყველაზე ძვირფასი დღე თქვენს ცხვორებაში, იმსახურებს პროფესიონალ გუნდს, რომელიც თქვენს ოცნებას რეალობად აქცევს. მარტივი და დახვეწილი, ელეგანტური და მდიდრული,ჩვენ ყველაფერი გავქვს რაც თქვენ გჭირდებათ.
დაგეგმეთ თქვენი ქორწილი „კრწანისის რეზიდენცია“-ში
ჩვენ გთავაზობთ:
- ტერასას ულამაზესი ბაღის ხედით,ყველა სეზონზე 150 სტუმრისთვის
- „ზამთრის დარბაზს“ 60 სტუმარზე
- „ბორდრუმ“ -ს 24 სტუმარზე
- ტენტი-350 სტუმარზე
- “ვარდების ბაღი “- 100 სტუმარზე
- აუზი- 150 სტუმარზე
- მრავალფეროვანი წყობა და სერვირება
- უნიკალური კერძები შეფი კონსტანტინესგან
- განსაკუთრებული დეკორაცია
- ხელის მოწერისთვის ულამაზესი სივრცეები
- მთების და ტბის ულამაზესი პანორამა